ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს.

მისივე თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შედეგად გარდაიცვალა. ხუთი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....