ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული სამი ბავშვიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ტვ იმედი” ავრცელებს.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედანზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად 6 ბავშვი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 1 მათგანი ინგოროყვას კლინიკაში ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.
“მეტრონომის” რედაქცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს