ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ხელი არ მოაწერა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონს ხელს არ მოაწერს, რადგანაც მისი შენიშვნები გაზიარებული არ ყოფილა.

“საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლის შესახებ“ კანონში და „საქართველოს შესყიდვების შესახებ“ კანონში. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრეზიდენტს კანონპროექტი ხელმოსაწერად გადმოეგზავნა. პრეზიდენტმა კი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოტივირებული შენიშვნებით კვლავ პარლამენტს დაუბრუნა განსახილველად.

ამის შემდეგ, პარლამენტმა იმსჯელა და არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. შემდეგ, კვლავ მიღებული ცვლილებები პრეზიდენტს გადმოეგზავნა ხელმოსაწერად. გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონს ხელს არ მოაწერს. შენიშვნები ეხებოდა კომერციული რეკლამის ნაწილს და სახელმწიფო შესყიდვებს“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....