ახალი ამბები მთავარი სამართალი

სანაიას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ მსჯავრდებული კოტე ციხისთავი გამოკითხა

ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლები მსჯავრდებულ კოტე ციხისთავთან იმყოფებოდნენ- ინფორმაციას ამის შესახებ ვახო სანაია ავრცელებს.  სანაიამ ამის შესახებ “ტვ პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა, პროკურატურას ციხისთავი არ დაუკითხავს, უბრალოდ მისგან ინფორმაცია მიიღეს. სანაია ამბობს, რომ ციხისთავმა გამომძიებლებთან თქვა ის, რაც სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა:

“შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ ციხეში პროკურატურამ კოტე ციხისთავი დაკითხა.  პროკურატურის წარმომადგენლებმა მისგან მიიღეს ინფორმაცია, სადაც ის ამბობს იმას, რაც თქვა სატელევიზო ინტერვიუში, მაგრამ ეს არ იყო დაკითხვა. ახლა მიმდინარეობს გამოძების წინა მოქმედებები, ინფორმაციის მიღება, ჩვენი იქ მისვლაც ამას ემსახურებოდა”,-განაცხადა სანაიამ

სანაია ამბობს, რომ საგამოძებო უწყებისგან ელოდებიან პასუხს, დაიწყება თუ არა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება, ხოლო გამოძების დაწყების შემთხვევაში გამოძება დაიწყება არა კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით, არამედ მოხდება მთლიანად საქმის გარემოებების ხელახალი გადასინჯვა, რაც ნიშნავს, ხელახალი გამოძიების დაწყებას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. P.S.-ს ნომერ პირველ ტერორისტად, ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის.

ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა შეასრულა. ციხისთავი ჰყვება იმასაც, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. გიორგი სანაია ციხისთავის მტკიცებით შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. დამკვეთებს შორის კი ის თამაზაშვილს ასახელებს.

იტვირთბა....