ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გრიგალაშვილის ადვოკატი: არსებობს სატელოფონო ჩანაწერი, რომელიც გრიგალაშვილის პოზიციებს ამყარებს”

თემქაზე მოკლული გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომელიც გრიგალაშვილის პოზიციებს ამყარებს.

“არსებობს სატელოფონო ჩნაწერი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციებს ამყარებს. სავარაუდოდ, ჩანაწერს გამოძიებაც ამოიღებს”, – განუცხადა “მეტრონომს” ოტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე მომხდარი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს, ოფიციალურად ბრალდება  წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თემქის დასახლებაში, 20 წლის გოგონას დასახიჩრებული სხეული  რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....