თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს მოსამართლის მირ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაეთვლება.
ყოფილ მერს ბრალად თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა ედებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
დანარჩენი ბრალდებულების მიმართ განაჩენს მოსამართლე ამ წუთებში აცხადებს.