ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქარელში მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა: 3 ადამიანი გარდაიცვალა

ქარელში 3 ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა. 2-მა მათგანმა მანქანიდან გადმოხტომა მოახერხა, ხოლო 3-მა გადმოხტომა ვერ მოასწრო.

“მეტრონომს”-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....