ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურის საკრებულოს აეროპორტში და მეტროსადგურში დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დადგენილი

მოქმედი დადგენილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეტროსადგურისა და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დაწესებული.

აღნიშნული ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილების დანართი #1-ის მიხედვით, ამ ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრით არის განსაზღვრული.

 

 

იტვირთბა....