ევროპაში გაუსაძლისი ყინვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ქვეყნების უმეტეს ნაწილში თოვლის რეკორდული რაოდენობა მოვიდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, უჩვეულოდ დაბალ ტემპერატურას მსხვერპლი მოჰყვა პოლონეთსში, იტალიასა და რუმინეთში.
სარკინიგზო და ავია მიმოსვლა შეწყვეტილია დიდ ბრიტანეთში 30 გრადუსიანი ყინვის გამო. ასევე დახურულია სკოლები.
მადრიდში ტემპერატურა ნულს მიუახლოვდა. ესპანეთში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.
ხორვატიის დასავლეთ რეგიონებში, დიდთოვლიანიობისა და ყინვების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
ციმბირიდან წამოსულმა ციკლონმა ტემპერატურის ვარდნა საფრანგეთშიც გამოიწვია, რის გამოც პარიზის მერიამ გამოუყენებელი შენობების უსახლკაროებისთვის დროებით თავშესაფრად გადაქცევის გადაწყვეტილება მიიღო.