“როგორც მოვიკითხეთ, ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები. სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა თუ საიდან გავრცელდა კერა”- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მეხანძრე-მაშველს. ადგილზე მობილიზებული გვყავდა 24 სახანძრო სამაშველო ტექნიკა, მუშაობდა 150 მეხანძრე-მაშველი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი. როგორც მოვიკითხეთ, ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები. სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა თუ საიდან გავრცელდა კერა. ასე რომ, გამოძიებას აქვს სამუშაო და ის იტყვის ზუსტ პასუხს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე“ განაცხადა მღებრიშვილმა.
ხანძარი სავაჭრო ცენტრში გვიან ღამით გაჩნდა. შედეგად დამწვარია შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი.