ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

2017 წელს 93 ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ჯანდაცვის კომიტეტში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2017 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს სამედიცინო და ფარაცევტული დაწესებულებების შემოწმების დროს 1036 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი დაიწერა. აქედან 821 წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, 119 სალიცენზიო-სანებართვო პირობების დარღვევაზე, 79 მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ეხებოდა, 11 უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობას, 6 კი სამედიცინო დოკუმენტაცის დარღვევა იყო.

საბჭომ 2017 წლის განმავლობაში 302 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ხოლო 93 ექიმს შეუჩერდა საქმიანობის უფლება.

იტვირთბა....