საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით- ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
“ინტერპრესნიუსის” ინფორაციით, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.