კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ვერხვიანში ავარიის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ავტოავარია დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად მძღოლი ადგილზევე დაიღუპა, მგზავრი კი სხვადასხვა დაზიანებებით, საგარეჯოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილთ დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იტვირთბა....