aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„კრიპტო სამყარო“: ახალი ონლაინ-პორტალი ტექნოლოგიური რევოლუციის კვალდაკვალ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედია ჰოლდინგ „მეტრონომმა“ მსხვილი საინფორმაციო საშუალება შექმნა

კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი – ფენომენი, რომელმაც მორიგი რევულუცია მოახდინა პლანეტაზე. 21-ე საუკუნეში, ინტერნეტიზაციის შემდეგ, არავის ეგონა თუ მსოფლიო საზოგადოებას ტექნოლოგიური განვითარების მხრივ კიდევ რაიმე გააკვირვებდა, მაგრამ სიტყვები, რომელიც უკვე ხშირად გვესმის, მყარად იდგამს ფესვებს და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

საქართველომაც საკმაოდ აქტიურად აუბა მხარი უკანასკნელ ტექნოლოგიურ მიღწევებს და კრიპტოვალუტის წარმოების (მაინინგის) თვალსაზრისით, მსოფლიოში უკვე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რეალურად გაჩნდა საჭიროება არსებობდეს საინფორმაციო ველი, საიდანაც დაინტერესებული მოსახლეობა ოპერატიულად და პერიოდულად მიიღებს ინფორმაციას კრიპტო სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.

ასეთი პორტალი „კრიპტო სამყარო“ (cryptoworld.ge) ინტერნეტ-გაზეთ „მეტრონომის“ ბაზაზე უკვე შეიქმნა. ციფრული ვალუტების მიმართ არსებულმა ინტერესმა „მეტრონომში“ ისეთი ელექტრონული მედია საშუალების შექმნის იდეა გააჩინა, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნებოდა, როგორც კრიპტოვალუტების ტრეიდერებისათვის, მაინერებისათვის და ასევე, ნებისმიერი იმ პერსონისთვის ვისაც სურს არ ჩამორჩეს თანამედროვე ტექნოლოგიურ განვითარებას.

ახალი ინტერნეტ-პორტალის, „კრიპტო სამყაროს“ შესახებ ჟურნალისტი ესაუბრა როგორც გაზეთ „მეტრონომის“, ასევე cryptoworld.ge-ს რედაქტორებს.

გენო ჯოხიძე, ინტერნეტ-გაზეთ „მეტრონომის“ მთავარი რედაქტორი: „ჩვენი ინტერნეტ-პორტალის, „კრიპტო სამყაროს“ მიზანია საქართველოში შეიქმნას ციფრული ვალუტის შესახებ მზარდი ინფორმაციული ქსელი, რომელიც კრიპტოვალუტისა  და საფინანსო ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ  უახლეს და სანდო ინფორმაციას მიაწვდის კრიპტოვალუტებით და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს. ვფიქრობ, კრიპტოვალუტების სფეროში თავისუფლად ლავირებისათვის, სიღრმეებში ჩაღწევისათვის მნიშნელოვანია, ამა თუ იმ, ციფრული ვალუტით დაინტერესებულ ადამიანს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებსა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.

ჩვენი ინტერნეტ-პორტალის მთავარი მიზანი არის, რომ  ქართული საზოგადოება ინფორმაციის ფლობის თვალსაზრისით  მსოფლიო გლობალურ კრიპტო სივრცესთან მუდმივ კავშირში იყოს.

ჩემი აზრით, ქართულ მედიაში კრიპტოვალუტები და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ არასაკმარისად შუქდება. მიუხედავად იმისა, რომ  სხვადასხვა მედია საშუალებები ციფრული ვალუტის შესახებ არცთუ იშვიათად წერენ, ინფორმაციის სიმწირე აშკარად შეიმჩნევა. ამიტომ, „კრიპტო სამყაროს“ მიზანია  მკითხველისათვის ახალი ამბების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში მიწოდება. უმთავრესი კი ის არის, რომ cryptoworld.ge ყოველდღიურ რეჟიმში, ოპერატიულად გამოაქვეყნებს მსოფლიოში, კრიპტოსამყაროში მიმდინარე მოვლენებზე დეტალურ ინფორმაციას, ექსპერტების ანალიტიკურ სტატიებს და მათ პროგნოზებს, რომ დაინტერესებული პირს ყოველდღიურად ედოს თითი და გრძნობდეს კრიპტოსამყაროს მაჯისცემას“.

თათია ბარბაქაძე, „კრიპტო სამყაროს“ რედაქტორი: “ჩვენი ონლაინ პორტალის სტრუქტურა შედგენილია იმ პრინციპით, რომ საიტზე შემომსვლელი მომხმარებელი გზამკვლევის საშუალებით გათვითცნობიერდეს რა არის ბლოქჩეინი და მასზე დაფუძნებული კრიპტოვალეუტები. აქ იხილავთ საბაზისო ინფორმაციას, რაც აუცილებელია იმისათვის რომ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური სიახლეები  უცხო არ იყოს ჩვენი მკითხველისათვის.

“კრიპტო სამყაროს” სიახლეების ბლოკი კრიპტოვალუტების და ბლოქჩეინ ტექნოლოგიების ჭრილში გააშუქებს მსოფლიო სიახლეეებს თუ საინტერესო მოვლენებს, როითაც მომხმარებელი იმის მიხედვით ვალუტები უფრო აინტერესებს თუ ტექნოლოგიები მარტივად ორიენტირდეს საიტზე.

გარდა ყოველდღიური სიახლეებისა, პორტალის მომხმარებელს საიტზე შეუძლია გაეცნოს თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოებს კრიპტოვალუტის მიმართ. რეგულაციების საკითხი კრიოტოვალუტის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ამ თემატიკის სტატიებს საიტი მკითხველს ცალკე რუბრიკად სთავაზობს.

რაც შეეხება Blockchain-ს, სხვა მედია საშუალებებისგან განსხვავებით, „კრიპტო სამყარო“ Blockchain-ის შესახებ აშუქებს, როგორც ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე უშუალოდ Blockchain ტექნოლოგიის სიახლეებზე სხვადასხვა სფეროსთან კავშირში”.

გარდა ამისა, „კრიპტო სამყაროს“ შემოგთავაზებთ საერთაშორისო ექსპერტების ინტერვიუბსა და კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის შესახებ მიმოხილვებს.

მომხმარებლებს საშუალება ექნება „კრიპტო სამყაროს“ პორტალზე  ონლაინ რეჟიმში ნახონ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბირჟებზე არსებული ციფრული ვალუტების  კურსები, მათი მიმდინარე  კაპიტალაზიცია;  ისარგებლონ მაინინგ კალკულატორით.

ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ეცდება, „კრიპტო სამყარო“ თანაბრად საინტერესო იყოს, როგორც ციფრული ტექნოლოგიების და ვალუტების პროფესიული წრეებისათვის ასევე, მაინერებისა და კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანებისათვის“.

იტვირთბა....