ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალაძე: “ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა”

ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დედაქალაქში დამთავრდა, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქში უკანონო მშენებლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და ვერ მოხდება, არ მოხდება. შესაბამისად, კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი.

ასევე თქვენ იცით, რომ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც სერიოზული ცვლილებები შევიტანეთ 41-ე დადგენილებაში. ეს ყველაფერი კეთდება თითოეული ჩვენთაგანის, იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ახალ საცხოვრებელს შეიძენს. იქ მაქსიმალურად უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება გათვალისწინებული. ყველაფერი ეს სამშენებლო კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს. მშენებლობის წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუმცა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთ“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....