ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტატუნაშვილის მამა: “ვვარაუდობ, რომ ჩემი შვილი მოკლულია”

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ აქ ჩატარებული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა ყველაფერი, მაგრამ სავარაუდოდ, მისი შვილი მოკლულია.

„ჩემი ვარაუდი ის არის, რომ ჩემი შვილი მოკლულია. აქვე დაადეს ხელზე ბორკილები, ახალგორში და ისე წაიყვანეს. სავარაუდოდ, გზაში მოხდა შეხლა-შემოხლა, არც ეს არის გამორიცხული, რომ ბოღმისგან გული გაუსკდა,“ – განუცხადა “რუსთავი 2”-ს გიორგი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....