ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამინდის პროგნოზი: სინოპტიკოსები მაღალმთიან რაიონებში თოვლს ელოდებიან

დღეს, საქართველოს უმეტეს რაიონში სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ელოდებიან. მაღალმთიან რაიონებში კი, როგორც ირკვევა, შეიძლება მოთოვოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 18 მეტრი წამში.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსს მიაღწევს,  აღმოსავლეთში კი – 11 გრადუსს. დედაქალაქში საღამოს მოსალოდნელია ნისლი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.

ხვალ, 27 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ისევ წვიმა შენარჩუნდება.

იტვირთბა....