ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტატუნაშვილის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვალების საკითხს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში დააყენებს

ოკუპორებული ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის საკითხის დაყებებას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ბრიუსელში გეგმავს.

როგორც ცნობილია ტატუნაშვილი საკუთარ სოფელში ხვალ უნდა გადმოასვენონ. ოჯახის წევრები დარწმუნებული, არიან რომ ის მოკლეს.

ოკუპირებულ ახალგორში ამ დრმდე რჩებიან ტატუნაშვილთან ერთად გატაცებული ორი პირი, იოსებ პაპუნაშვილი და ლევან ქიტუაშვილი.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს მისი ორი თანასოფლელი  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

იტვირთბა....