ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბაშიშვილი: არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყდეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებულ და შემდეგ გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თაობაზე განაცხადა, რომ ოკუპანტებთან რთული ურთიერთობის მიუხედავად არცერთი ადამიანი არ იშურებს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება.

„არც ერთი წუთით, არც ერთი ადამიანი არ იშურებს არანაირ ძალისხმევას, რომ საკითხი უსწრაფესად მოგვარდეს. არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა, თუმცა აბსოლუტურად ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყდეს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს მისი ორი თანასოფლელი  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

იტვირთბა....