ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალგორის გამგებელი: სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება

ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებულ და შემდეგ გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის თანასოფლელები და მეგობრები სოფელ წილკანის გადასახვევთან შეიკრიბნენ, ისინი დეფაქტო რეჟიმისგან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვენ.

ტატუნაშვილის ახლობლები გზის გადაკეტვას გეგმავდნენ თუმცა ოჯახის თხოვნით აღარ გადაკეტეს.

ადგილზე იმყოფებოდა ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც, მისი თქმით სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ ცხედრის დროულად გადმოსასვენებლად.

„ჩემთვის გაუგებარია ეს მოქმედება. გზის გადაკეტვა არანაირ შედეგის მომტანი არაა. კარგად მესმის ამ ადამიანების გულისტკივილი. მთელ საქართველოს გვტკივა გული. გზის გადაკეტვა არანაირ შედეგს არ მოიტანს. სახელმწიფო სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ყველა დაიშლება, რადგან ოჯახის პოზიციაც ასეთია“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს მისი ორი თანასოფლელი  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.

იტვირთბა....