მთავარი პროკურატურა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას სწავლობს.
„საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ საკითხს, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისთვის, გიორგი სანაიას ოჯახმა პროკურატურას მოუწოდა დაიწყოს ხელახალი გამოძიება კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე. ასევე გარდაცვლილი გიორგი სანაიას ძმამ ვახო სანაიამ აღნიშნა, რომ ოჯახი აპირებს პროკურატურას ოფიციალურად, წერილობით მიმართოს.
გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. P.S.-ს ნომერ პირველ ტერორისტად, ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის. ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და ის საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა კრიმინალმა შეასრულა. ციხისთავი ჰყვება იმასაც, თუ როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. გიორგი სანაია ციხისთავის მტკიცებით შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. დამკვეთებს შორის კი ის თამაზაშვილს ასახელებს.
წყარო: “1tv”