ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზი გიორგი მამალაძე: პროკურორები არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ  „ტვ პირველთან” სატელეფონო საუბრისას, აღნიშნა, რომ პროკურორი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ თითქოს მან ისინი დაწყევლა. მამალაძე განმარტავს, რომ ეს იყო კრულვა რომელიც თანამედროვე ქართულში ფიცით შეკვრას ნიშნავს.

“საგამოძიებო მოქმედებების დროს პროკურორი წიკლაური საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს მე კრიტიკულ კითხვებს არ ვპასუხობდი და თითქოს მე ისინი დავწყევლე. რეალურად, ვიდეოკამერის გათიშვის შემდგომ, რომელსაც ადვოკატებიც ესწრებოდნენ. მათი კითხვები საპატრიარქოს შიდა სამზარეულოს შეეხებოდა: რა ეწერა პატრიარქის ანდერძში და ა.შ.

რაც შეეხება წყევლას, მე ისინი არ დამიწყევლია, ეს იყო კრულვა. კრულვა ძველი სიტყვაა და თანამედროვე ქართულით ფიცით შეკვრას ნიშნავს,” – განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ დეკანოზმა პროკურატურის წარმომადგენლები და სამართალდამცავი ორგანოები დაწყევლა.

იტვირთბა....