ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუფე იაკობი: შორენა გველის შხამს კი არა, ატომური ბომბიც რომ დასჭირვებოდა სხვას სთხოვდა და არა სასულიერო პირს

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე საპატრიარქოში არსებულ ვითარებასა და შორენა თეთრუაშვილზე ისაუბრა.

„შორენა რამდენი წელია პატრიარქის ირგვლივ არის. ქვეყანა მომსვლელია, რამდენი ვიზიტია პატრიარქთან. მაგას ხშირად შორენა აგვარებს ხოლმე. სასულიერო პირს რატომ სთხოვდა?! გველის შხამი კი არა ატომური ბომბიც რომ დასჭირვებოდა სხვას სთხოვდა. ნუთუ ნაცნობები არ ჰყავდა, რომ სასულიერო პირს არ სთხოვოს?! – აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ასევე მეუფემ აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას აეკრძალა  დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება სიმართლეს არ შეესაბამება.

„მამა გიორგისთან შესვლა არავისთვის არ დამიშლია. ერთი მღვდელი მაინც მომიყვანონ, თუმცა მესმოდა ხოლმე რომ მეუფე არ უშვებდაო. ასეთი შემთხვევა არ მქონია. მღვდლებს ვუთხარი, სანამ მეუფე დიმიტრი გადაწყვეტილებას არ მიიღებს მაგის შესახებ მოერიდეთ მაგის ზიარებას. ამის შემდეგ არასწორად გაჟღერდა. ამაზე საპატრიარქომ განცხადება გააკეთა. მეუფე დიმიტრის ეპარქიიდან გაკეთდა განცხადება, სადაც იმედს გამოთქვამდნენ, რომ მამა გაიორგი გამართლდება, ხოლო ჩემი საქციელი შეფასებული იქნა, როგორც დიდი დარღვევები. მეორე დღეს საპატრიარქომ პასუხი გასცა. თვითნ პატრიარქმა ჩაასწორა ტექსტი და ის ტექსტი იყო დადებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ საპატრიარქოს ჩემთან მიმართებაში… შემეძლო თუ არა ეს გამეკეთებინა. სინოდზეც რომ გამოიტანონ ეგ საკითხი აბსოლუტურად სწორად გავაკეთე მე“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.

წყარო: „ტვ პირველი“

იტვირთბა....