ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავსტრიაში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტალჰაიმ-ბაი-ველსში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება.

მედიაში ასევე გავრცელდა ქალაქის მერის ანდრეას სტოკინგერის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მერისთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„ჩვენ ასეთი ოჯახები უნდა გამოვიყენოთ. მშვენიერი ბავშვები არიან. ორივე კარგად საუბრობს გერმანულად. ისინი ინტეგრირებულნი არიან. მათი მშობლები მუშაობენ. ვერაფრით ვიგებ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ოჯახის წევრს, დედას, საქართველოში მოკვლით ემუქრებოდნენ, რაც საქართველოს დატოვების მიზეზი გახდა.

ოჯახს თავშესაფრის მიცემაზე ავტრიამ უარი უთხრა. ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.

იტვირთბა....