დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. საგამოძიებო კომისიის შექმნა” ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა.
კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა – ირინე ფრუიძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და თამარ ხულორდავამ.
პარლამენტში საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, მას მხარი 18 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 22 წავიდა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლს, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.