თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა ურთიერთობები. გარდაცვლილსა და BMW-ს მძღოლს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ლადოს მიერ ნამდვილად არ არის მოკლული”, – განაცხადა ოტიაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე გუშინ დილით იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.