ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქანთარია: “თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, გულწრფელობის იმიტაციას დავიჯერებდი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის, „ევროპული საქართველოს“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს – თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ და არ ვიცოდეთ ამის შემდეგ როგორი წიოკის და გნიასის ატეხვა გინდათ, გულწრფელობის იმიტაციას დავიჯერებდი.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დასრულების შემდეგ კითხვები უმრავლესობასაც გაუჩნდეს, თუმცა ნუკრი ქანთარიას აზრით, ახლა ამ კითხვების დასმის დრო არ არის.

“ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ზედაპირულად სწორია და რაღაცა გულწრფელობის იმიტაციაც ახლავს თან. საკითხი მართლა ძალიან რთული და საფრთხილოა. ყველას აქვს თავისი გარკვეული ინტერესები და ესეც ბუნებრივია. გამოკვეთილია აქ თქვენი ინტერესი. თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, იქნება რაღაცა დამეჯერებინა, მაგრამ თქვენ, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, შეურაცხყოფაში, ძალიან ძნელია დავუჯერო. არა მარტო მე არ მჯერა, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ სჯერა ეს. შეიძლება მართლა მოვიდეს დრო, როცა ჩვენ დავსვათ მწვავე კითხვები, ისიც შეიძლება, რომ ჩემს ზოგიერთ კოლეგას ჰქონია, რომ ეს დრო მოვიდა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. სცენარი ზედაპირზეა, თუმცა მომზადებულები ხართ, გულწრფელობის იმიტაცია გაგაჩნიათ, მაგრამ კარგად რომ ვიცნობთ თქვენს მოდგმას, ქვეტექსტები არის ჩემთვის ნათელი. რას რა უნდა მოყვეს და ამის შემდეგ როგორი წიოკის და გნიასის ატეხვა გინდათ, კარგად ვიცით. ახლა საუბრობთ სათაურზე. სათაურში რა იქნება, დიდ გასეირნებას დაარქმევთ თუ მცირეს, თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესიდან პირადი სარგებელი მონახოთ. ჩვენი ინტერესია ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იტვირთბა....