ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკონომიკის სამინისტრო სვანეთში სასტუმროს ყიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ჰოსტელს“ ყიდის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ობიექტის საწყისი ფასი 550 500 ლარია.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და კონკურსი 20 მარტამდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპრივატიზაციო თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ერთ-ერთი საპრივატიზაციო პირობა 3 წლის ვადაში არანაკლებ 8-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებაა. ამისთვის, სულ მცირე 300 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან ადგილზე მინიმუმ 5 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ჰოსტელი“ მესტიაში 2011 წელს გაიხსნა. დღეისთვის კი მისი მუშაობა შეჩერებულია.

იტვირთბა....