უვადო მოსამართლეების დანიშვნას, საქართვეოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია სულხან მოლაშვილის საქმზე წარდგენლი მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე.
პრემიერის კომენტარს ანალიტიკოსი და ბიძნა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი , გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეშფოთებით სამქე არ კეთდება და ქმედებებია საჭირო.
„ჩვენ პრემიერი იმისთვის არ გვყავს, რომ შეშფოთება გამოთქვას, თუ ხედავს პრობლემას ის უნდა მოქმედებდეს. რიტორიკა და წუწუნი ყველას შეუძლია, კვირიკაშვილი კი იმისთვის დავიქირავეთ, რომ საქმე აკეთოს და არა იწუწუნოს. მარტო მოლაშვილის საქმეზე შეწუხდა რახან ვაკელები არიან ორივე თუ არ იცის ვინაა მურუსიძე?“ – განაცხადა ანალიტიკომსმა.
გია ხუხაშვილმა ასევე ყურადრება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების პრობლემებზე და აღნიშნა, რომ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.
„სიტემური პრობლემების სრული ილუსტრირება ვიხილეთ ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოში მიმიდინარე პრცესებზე. როგორ ურჩევდნენ ანა დოლიძეს საქმეს და ცილსსწამებდნენ რუსულ მხარესთან კავშირში. მოსამართლე რომ ცილისწამების უფლებას მისცემს საკუთარ თავს, ის მზადაა საკუთარი შურისძიებით ნებისმიერი ადამიანი დახვრიტოს.“- განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვიმა.
შეგხსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.