ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბრალდებულის ადვოკატი: “მოკლული გოგოს შეყვარებული, შესაძლოა, დანაშაულს იბრალებდეს”

თემქაზე მოკლული გოგოს მკვლელობაშ ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ მან ამ ეტაპზე არ იცის დაკავებულის პოზიცია.

როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შესაძლოა, ბრალდებული დანაშაულს იბრალებდეს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში“, – განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დღეს წარუდგინონ.

იტვირთბა....