მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებადამცველები საქართველოს მთავარ პროკურორს, ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მიმართავენ.
თურქეთის ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მთავარ პროკურორს სთხოვა გამოიჩინოს გულისხმიერება და ის ოჯახთან ერთად სპეციალურ პროგრამაში ჩართოს.
„მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ამაზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავ. ამიტომ ვთხოვ შესაბამის სამსახურებს, კიდევ ერთხელ გამოიჩინონ გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის პროგრამაში,“-განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნას, რამდენიმე დღეში გაირკვევა.