სენაკში სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია გარდაცვლილს ველოსიპედით მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: “1tv”