ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნათია გუჯაბიძე მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ დანიშნა. ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლეა.

ნათია გუჯაბიძეს ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 12-მა მისცა.

უვადო მოსამართლეობის მსურველთა გასაუბრება იუსტიციის საბჭოში დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. 50 კანდიდატიდან 13-მა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საბჭოს არამოსამართლე წევრს, კრიტიკული განცხადებების გამო უნდობლობა გამოუცხადა და ანა დოლიძის აცილება მოითხოვა.

 

იტვირთბა....