ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზღვრისპირას მავთულხლართები ადგილობრივთა უფლებებს ლახავს

საზღვრისპირა სოფლებში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს ლახავს. ცნობას უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დეფაქტო ხელისუფლებებმა ე.წ. საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს. საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით კი, ათობით ადამიანის დროებითი დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა.

„ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია   რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ დავასა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის გამოძიებაში პრობლემებზე.

იტვირთბა....