ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია მარტიდან დაიწყება.
„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. პირველ რიგში, ეს ეხება ზოგად უნარებს და მცირედი ცვლილებაა ქართული ენისა და ლიტერატურის შეფასების სქემაში, თუმცა ამას ცვლილებას არც დავარქმევდი. რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს, აქ შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს საგამოცდო ცენტრების თვალსაზრისით და ამაზე უფრო დეტალურად აბიტურიენტების რეგისტრაციის დაწყების წინ ვისაუბრებთ“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.