პერუში, არეკიპას რეგიონში სამგზავრო ავტობუსი ხრამში დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი. ამის შესახებ გამოცემა Peru21 იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა. პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 22 ადამიანი.
დაღუპულთა ოჯახებს უკვე მიუსამძიმრა პერუს პრეზიდენტმა პედრო კუჩინსკიმ.