ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბანკების მოგებამ იანვარში 68,547 მილიონი ლარს მიაღწია

2018 წლის იანვარში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,734 მილიონი ლარით გაიზარდა. წინა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 68,547 მილიონი ლარი იყო. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ამასთან, 2018 წლის იანვარში ბანკების შემოსავლები 303,834 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 229,315 მილიონი ლარია.

წინა თვეში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,312 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 27,342 მილიონი ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ბანკებმა 5,783 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

იტვირთბა....