ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეწარმეებ​ისთვის​ საავანსო გადასახადები გაუქმდება

“1ტვ”-ის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მეწარმეებ​ისთვის​ საავანსო გადასახადები გაუქმდება.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის საგადასახადო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 500 000-მდე ლარის ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს.

„ჩვენ უკვე ერთი კვირის წინ დავაანონსეთ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური საგადასახადო ინიციატივა, რომელიც შეეხება 120 000 მეწარმეს, რომლის მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მთლიან ეკონომიკაში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. ჩვენ, როგორც პრემიერმა განაცხადა, ვაპირებთ ძალიან აქტიური გრაფიკით ვიმუშაოთ მცირე და საშუალო მეწარმეებთან, რომ უკეთესად მოვახდინოთ მათი ინფორმირება, მივიღოთ უკუკავშირი, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ აღმიშნული ინიციატივა და ჩვენ ხვალ დილის 11:00 საათიდან ვიწყებთ უკვე ფართო შეხვედრებს და შემდეგ გადავინაცვლებთ რეგიონებშიც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირება და მაქსიმალურად შეღავათიან რეჟიმზე მოხდება გადასვლა.

 

იტვირთბა....