ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე “იბერიაზე”: “სიგარეტი ვერ გავყიდე და ტელევიზია უნდა დავხურო, სწორი არაა”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ტელეკომპანია “იბერიაზე” მიმდინარე მოვლენების შესწავლა უნდა მოხდეს. მისი აზრით, ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ნეიტრალური და ობიექტური მოკვლევა უნდა ჩატარდეს. დეპუტატი  აცხადებს, რომ საზოგადოება ხელისუფლებას ყველაზე მეტად მედიასთან მიმართებით არ ენდობა, ამიტომ ამ ეჭვებს კონკრეტული პასუხები სჭირდება.

„ნებისმიერი საქმე, რომელიც მედიასაშუალებებს ეხება, ობიექტურად შეფასებული უნდა იყოს და მაუწყებლების წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ. ნეიტრალური და ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, ბიზნესზე რაიმე ტიპის ზეწოლა რაღაც მიზნით ხდება თუ მედიამაუწყებლის გაჩერებისთვის. საუბარი იმის შესახებ, რომ სიგარეტი ვერ გავყიდე და ტელევიზია დაიხურება, არც ესაა სწორი. საჭიროა, ობიექტური შესწავლა, რათა მედია სახელმწიფოს ზემოქმედებისგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა გოცირიძემ.

ტელეკომპანია “იბერიას” შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ ომეგა ჯგუფ თამბაქოს” გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა, განაცხადა.

საუბარია ბოლო პერიოდში “ომეგა ჯგუფისთვის” მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, მაუწყებლობაში პრობლემა ტელეკომპანია შეუქმნას.

ცოტა ხნის წინ “იბერიას” ეთერშიც გაკეთდა განცხადება, რომ მათ აქვთ ვარაუდი, რომ ტელეკომპანიას ფინანსურ პრობლემებს ხელისუფლება უქმნის.

იტვირთბა....