გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, თბილისში 24 თებერვლიდან გამოიდარებს.
როგორც “მეტრონომს” ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ნისლია მოსალოდნელი.
“აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ და ზეგ დასავლეთსა და აღმოსავლეთში მცირე წვიმის შესაძლებლობაა. მზეს, სავარაუდოდ, თბილისში 24-ში დავინახავთ”, – აცხადებს ნიორაძე.