ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კოსაჩოვი: ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს და გარე სამყაროს გაურბის

 

რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი კონსტანტინ კოსაჩოვი აცხადებს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიამ აჩვენა, რომ ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს და გარე სამყაროს გაურბის. კოსაჩოვმა ეს კომენტარი  “რია ნოვოსტთან” გააკეთა.

როგორც კოსაჩოვმა განმარტა, დისკუსია მეტწილად ეხებოდა იმას, თუ როგორ მოახერხონ ნატო-ს შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარესამყაროსთან მიმართებით.

“აზროვნების ეს ინერცია უარყოფით შედეგს მოიტანს, რადგან დისკუსიის ასეთი მიმართულება საფრთხეების არასწორი შეფასების აღმოცენებამდე მიდის“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

კოსაჩოვმა ასევე ყურადღება  საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს საშიშროება  არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისკენ არის მიმართული, არამედ ეს გლობალური საფრთხეა.

„და ამ კუთხითაც გარღვევა არ ყოფილა, არ ყოფილა ახალი საინტერესო შემთხვევები“, – დასძინა მან.

მისივე თქმით, რუსეთთან მიმართებაში დისკუსიები „შავ-თეთრ“ ფერებში წარიმართა.

„ალიანსის წარმომადგენლების აზრით, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად პრობლემური და არაპროგნოზირებადია, რომელიც საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს, რომელიც საკუთარი მეზობლების საქმეებში ჩარევას ცდილობს. ასეთი ქვეყანა, მათი აზრით, მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს“, – აღნიშნა კოსაჩოვმა.

იტვირთბა....