ადიგენში, სოფელ უდეში, სანიაღვრე არხში 50 წლამდე გარდაცვლილი კაცი იპოვეს. კაცი არხში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ის ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.