ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: საქართველოში გვარის შეცვლის წესი მკაცრდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში გვარის შეცვლის წესი გამკაცრდება. მისი თქმით,იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაასრულა მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში გვარის შეცვლის წესს მნიშვნელოვნად გაამკაცრებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ გვარის შეცვლის წესი გასამკაცრებელია, ვინაიდან ამით არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები სარგებლობენ.

“იუსტიციის სამინისტროში დავასრულეთ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე,რომელიც მნიშვნელოვნად გაამკაცრებს საქართველოში გვარის შეცვლის საკითხს. მთავრობის და პარლამენტის მიერ ეს პროექტი გაზიარებული იქნება. გვარის საკუთარი ნება-სურვილით შეცვლა ისედაც აკრძალულია, მაგრამ შესაძლებელია, ადამიანმა მიიღოს მეუღლის, დედის, ბებიის ან წინაპრის გვარი.

არ არის შეზღუდული რაოდენობა, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი ამის გაკეთება. ვფიქრობთ, ეს წესი არის გასამკაცრებელი. სხვადასხვა საელჩოებიდან და საკონსულოებიდან ჩვენი კონსულები გვწერენ, რომ საქართველოს არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები ამით სარგებლობენ – როდესაც ერთი გვარით ჩაიდენენ შენგენის სივრცეში დანაშაულს, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, მიიღებენ მეუღლის, ან ბებიის გვარს და შემდეგ ამ გვარის პასპორტით შედიან ისევ შენგენის ზონაში. ჩვენ ამას აღვკვეთთ სწორედ ამ წესების გამკაცრებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

იტვირთბა....