თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობა უმთავრესია და სწორედ ამიტომ მშობლებმა ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ.
“რაც შეეხება შემოწმებას, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით. ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილით გარდაიცვალა.