ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში მაღაზია გაძარცვეს

სამი დღის წინ  ქალაქ რუსთავში მაღაზია გაძარცვეს. მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, მძარცველმა 680 ლარის წაღება მოახერხა. მისი განცხადებით, მაღაზიაში შესულმა 25 წლამდე მამაკაცმა კონსულტანტს ყურადღება  გადაატანინა და სალაროდან ფულის გატაცება მოახერხა. აღნიშნული მაღაზიის გაქურდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ის 10 თვის წინაც გაძარცვეს და 700 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში  “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობ. მომხდარან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

იტვირთბა....