ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შიდა ქართლის გუბერნია: “გუბერნატორის ხელფასზე როდესაც საჭიროდ ჩავთვლით, მაშინ გავაკეთებთ კომენტარს”

რადიო “მოზაიკის” ინფორმაციით,  შიდა ქართლის გუბერნატორის კახა სამხარიძის ხელფასი 2900 ლარიდან 5900 ლარი გახდა.

“მეტრონომი” შიდა ქართლის გუბერნიას დაუკავშირდა და გუბერნატორის ხელფასის შესახებ ითხოვა ინფორმაცია. როგორც გუბერნიაში ერთი დღის შემდეგ განგვიცხადეს, საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახური როდესაც საჭიროდ ჩათვლის ხელფასის შესახებ ინფორმაციას მაშინ გაავრცელებს.

“როდესაც საჭიროდ ჩათვლის პრესამსახური გუბერნატორის ხელფასის შესახებ ინფორმაცია მოგცეცთ, მაშინ თავად დაგიკავშირდებიან. იციან თქვენი ტელეფონი და დაგიკავშირდებიან. იქამდე რაც გინდათ ის დაწერეთ”, – განგვიცხადეს გუბერნიაში.

იტვირთბა....