მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობის გირაოთი შეცვალას ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი “ტვიტერით” ეხმაურება. მისი თქმით, ჩაბუქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ხულორდავამ მიწერა და ეს სასიხარულო ამბავი აცნობა. დეპუტატი ამბობს, რომ ის ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.
„ ეს კარგი ამბავი ჩემმა კოლეგამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ ახლა მომწერა, რომ მუსტაფა გირაოთი გაათავისუფლეს. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, მისი ოჯახის და საქართველოს გამო. #FreeCabuk“, – წერს ჰარმსი „ტვიტერში“
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.