“მეტრონომი”: სასამართლოდან
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. როგორც მისი ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ამბობდა, მისი სასამართლოდან გათავისუფლების ყველანაირი საფუძველი არსებობდა.
პროცესს ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო საპატიმრო ვადა 24 თებერვალს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.
ავტორი: ნინო ცხადაია