ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოდო გუგეშაშვილთან მკვლელმა  ფოტო გადაიღო

გამოცემა “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ყოფილ მხედრიონთან დოდო გუგეშაშვილთან მკვლელმა  ფოტო გადაიღო. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ფოტო საქმეში ფიგურირებს.  (“სელფი”), სადაც თავდამსხმელია აღბეჭდილი, თავად მკვლელმა გადაიღო.

„ეს “სელფი” თავდამსხმელმა დოდო გუგეშაშვილთან ერთად გადაიღო, ვითომდა თურქი ბიზნესმენისთვის გადასაგზავნად“,- ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო. გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, ქილერს ეს ფოტო მკვლელობის უშუალო შემკვეთისთვის გადაეგზავნა საბოლოო დასტურის მისაღებად.

დოდო გუგეშაშვილის გარდა, ერთადერთი მოწმე, რომელიც შესაძლოა თავდამსხმელის შესახებ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს, უკრაინაში მყოფი დათო შონიაა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დათო შონიასთან სატელეფონო კავშირისა და ძვირფასი ქვების ბიზნესზე, დოდო გუგეშაშვილმა გამომძიებლებს დაკითხვის დროს პირადად უამბო, თუმცა, ამის მიუხედავად, შს სამინისტროში განმარტავენ, რომ დოდო გუგეშაშვილს აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ უხსენებია.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

იტვირთბა....