“მეტრონომი” სასამართლოდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. როგორც ბუტა რობაქიძის მამა აცხადებს, გიორგი ბაშლეიშვილი გვაზავას სუფრაზე ვერ მოხვდებოდა და მან ბუტას დამიზნებით ესროლა.
“ჯერ ერთი, ეს ჩემთვის სურპრიზი არ ყოფილა. მე ვიცი, რომ ზაზა ბაქრაძესთნ ერთდ სხვა პირებიც ჩაერევიან და იტყვიან იმას, რაც სათქმელია, ამას მეორე საქმესთან დაკავშირებით ვიძახი. რაც შეეხება დაგვიანებას, დონაძემ 8 წლის დაგვიანებით მოიტანა კასეტა. მანამდე ხომ ორმხრივი სროლის შემდეგ დაიღუპა ბუტა. მოიტანა კასეტა, სადაც ხელაწეული ყავთ ბუტა მოკლული. ნებისმიერმა პატრულმა ვინც დღეს ჩვენება მისცა, ეგეც დაგვიანებულია. მე დიდი მადლობელი ვარ “იმედის”, “პირველი არხის”. რა მნიშვნელობა აქვს, ხანდაზმულობა არ აქვს ამ საქმეს და არაფერი. აღიარონ დონაძემ და მიქაძემ ტყუილებს რომ ლაპარაკობენ. სამჯერაა ჩვენება შეცვლილი და პატრულის დონეზეა ყველაფერი დასული. სირცხვილია ეს. დისკში გამოჩნდა, რომ მიქაძეს ყველაფერი სცოდნია.
ძალიან ვთხოვ ჟურნალისტებს, გავარდნაზე ნუ საუბრობთ. ორი ბუტას მასრაა და ორი იმათი. გამაფრთხილებელიც რომ ესროლათ და მერე ესროლათ, გავარდნა მაინც არ იქნებოდა. ეს 4 მასრა არის დასკვნაში. 1 თვეში დაგიმტკიცებთ, რომ ბაშალეიშვილმა ბუტას დამიზნებით ესროლა. ბაშალეიშვილი მეტრანახევარზე იწევა, ისვრის და მასრას იდებს ჯიბეში, რომ ფაქტი დამალოს. პოლიციელები არ შეამოწმეს ექსპერტიზაზე და შეამოწმეს ბავშები. ისინი ამბობენ, რომ ბაშალეიშვილი იყო ნასვამი. ექსპერტთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ კიდევ ერთი ექსპერტია დასაკითხი. ამ ექსპერტმა ჩვენ სასარგებლოდ მისცა ჩვენება და იმიტომ ვერ ამოიღეს დღეს სასამართლოზე ხმა. ბაშალეიშვილს გვაზავას სუფრაზე ვინ მიიყვანდა. იმდღეს იყო გიორგობა, ბაშალეიშვილს ქვია გიორგი და აღნიშნა დღესასწაული”, – განაცხადა რობაქიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.
ავტორი: ნინო ცხადაია